USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 1 აპრილს დენი გაეთიშებათ
дата:  510

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, სომხეთის,  სათემოს, ახალუბნის, კვალეთის, ფშავის, გედევანიშვილის, ოძისის, შაქრიანის, გალავნის, გოლოვნის, თეძამის,  საინგილოს, ნაქერალის, ერევნის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, კვესეთის, კიკეთის, განთიადის, ალადაშვილის, რაზიკაშვილის, ნასაკირალის, სევანის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ბეთანიის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ქურხულის, ფოსტის, ირბახის, ალიხანიანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, წურწუმიას, იუსტინე ჩუბინიძის, ცისკრის, სევანის, წურწუმიას, ლაგოდეხის, ბადიაურის, ფაღავას, დედოფლისწყაროს, გონაშვილის, ბოროდინის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, ახმეტის, თელავის და მარტყოფის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), საბანაკოს დასახლების, შორაპანის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, კასპის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის და ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, მარაბდის და გულიას ქუჩების  მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, თამარაშვილის, საბურთალოს და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ამბროლაურის, ნუცუბიძის, ჭილაძის, ქართველიშვილის, იონა ვაკელის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, ვარდენ წულუკიძის, დავითაშვილის, კანდელაკის, ისაკაძის, არშბას,  შარტავას, სახოკიას, გაგარინის, ანდრონიკაშვილის, ვაზისუბნის, ოდესის, ოდიშელიძის, ბრეგვაძის,  ოჩამჩირის, ზოვრეთის, შარტავას, ზემო ვეძისის, ლუქსემბურგის, ყუშიტაშვილის,  გამყრელიძის, ლევანდოვსკის, გაგარინის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, ოსეთის, ლვოვის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, აბაშიძის, იმედაშვილის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის და აფაქიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, იმედაძის, უჩანეიშვილის, ამაღლობელის და კორძაიას  ქუჩების მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати