სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, დადიანის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გელოვანის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, ნადიკვარის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II, წინანაურის, გორგასლის, მელქაძის, კრწანისის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.