USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
თელასი - 25 დეკემბერს სამგორის და საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
Date:  414

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის  (ნაწილობრივ),  სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიღმის სასაწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, კლაპროტის, ფატმანის, დანიბეგაშვილის,  ასმათის,  ერედვის, რაინგესის,  კრისტიან სტივენის, ტარიელის,  დავარის, ბარონ დე ბაის, ჰუბერტის, კლაპროტის, აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, სტრაბონის, შერმადინის, არქანჯელო ლამბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, პეტრე იბერის, უსენის, ნიკო ბურის, ავთანდილის, რამაზის,  ტილკეს, შმერლინგის და შაქარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ მეფის, ფრედერიკ მონტერეს, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპრიტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების  მოსახლეობას. 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way