USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 11 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  851

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, მეტრეველის, თოიძის, პოლიციის, ლორთქიფანიძის, კაიროს, გიორგაძის, ბეგიაშვილის, ადამიას, მამისაშვილის, გიორგი მდივანის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნაზი შამანაურის, თაყაიშვილის, მიხეილ გახოკიძის, ვიქტორ კუპრაძის (ნაწილობრივ) და ჯავრიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, იმედა კახნიაშვილის, რომანოზ ხომლელის, თრიალეთის, ვიქტორ კუპრაძის (ნაწილობრივ) და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის და კობარეთის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს

ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ბიულეტენზე ამომრჩეველი სამ საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. შემდეგ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში მოთავსდება. მთელი საქართველოდან სამების ტაძარში 1200-მდე დელეგატი მოიყრის თავს. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეპარქიებიდან სიებია შედგენილი, რომელთა მიხედვითაც სტუმრები დაიშვებიან ტაძარში, სიაში მყოფი პირების იდენტიფიცირება კი პირადობის მოწმობით მოხდება.

დელეგატების მიღება 10:00-დან 12:00 საათამდე უნდა შედგეს. შემდეგ მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში და დაიწყება კენჭისყრა.

ჯაღმაიძის განმარტებით, იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. მისივე თქმით, კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ, კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება.

ამასთან, დეკანოზ ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძრის ეზოში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და შეზღუდვა მხოლოდ ტაძარში შესვლას ეხება.

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება.

„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ თარიღს ხვალ გამოაცხადებენ.

„ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ხვალ წინდა სამების ტაძარში გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია. კანდიდატები არიან: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის