USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25-ი ბავშვი კი დაკარგულად ითვლება
თარიღი:  1132

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25-ი ბავშვი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. BBC წერს, რომ დაკარგულ ბავშვებს შორის უმეტესობა გოგონები არიან, რომლებიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხდარს „შოკისმომგვრელი” და “საშინელი” მოვლენები უწოდა. სტიქიის გამო ტეხასის შტატის რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

წყალდიდობის შედეგად შტატში დატბორილია საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები, ქარმა წააქცია ხეები.

ტეხასის გუბერნატორის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია 5 ვერტმფრენი, ასევე მაღალი გამავლობის მანქანები და მაშველები.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის