USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Тбилиси
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა
дата:  1104

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 166 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. კერის ოლქში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 ბავშვი.

ამასთან, მეტეოროლოგიური სამსახური ძლიერი წვიმის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას. სპეციალისტების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ ნალექი კიდევ ერთ წყალდიდობას გამოიწვევს.

წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს მოხდა.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати