USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე
дата:  1096

თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.

ისმაილ ჰანიეს დაღუპვა „ჰამასმაც“ დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

„ჰამასის“ განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати