USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თეირანში, ბაღდადსა და იორდანიაში პალესტინის მხარდამჭერი მასობრივი აქციები გაიმართა
თარიღი:  608

თეირანში, ბაღდადსა და იორდანიაში პალესტინის მხარდამჭერი მასობრივი აქციები იმართება ამის შესახებ CNN წერს.

თეირანში, დემონსტრანტებს ისრაელის საწინააღმდეგო პოსტერები უჭირავთ და „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირებენ.

იორდანიაში პროტესტის მონაწილეები დედაქალაქ ამანსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ. დემონსტრანტების ნაწილი ისრაელის საზღვრისკენაც დაიძრნენ.

აღსანიშნავია, რომ იორდანიის მოსახლეობის ნახევარი, მათ შორის, დედოფალი რანიაც წარმოშობით პალესტინიდანაა.

პალესტინის მხარდასაჭერად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ბაღდადშიც. ერაყულმა მედიამ აქციას „მილიონი ადამიანის მარში“ უწოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის