USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
дата:  159

20-22 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნოლოგიის სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) - ეს არის მიმართულებები, რომლებზედაც ტექპროფესიონალები ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიამ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის Tegeta app-ის შესახებ ინფორმაციას, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი გაუზიარებს. ნიკა კოხოძე 21 ივნისს Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე - Shaping the New Era გამოვა სიტყვით.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცემა, ტექსფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით.

Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს. ის არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და მას 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრება. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე და Chillout ზონა და სხვა. ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება.

,,თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Тбилиси
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати