USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ტედროს ადჰანო - კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს
Date:  1229

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.

„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო,“ - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

“ბოლო ხუთი კვირის მანძილზე Covid-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის მომსწრეები გავხდით. მან თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი - 50 000-ს მიაღწევს,“ - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებინათ.

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way