USD 2.7422
EUR 2.8856
RUB 2.5051
Тбилиси
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა
дата:  407

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია.

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

თებერვლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 8.9 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. 

თებერვალში 14.6%-იანი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ე.წ. "საბაზო ეფექტი" იყო, რადგანაც 2022 წლის თებერვლის ზრდა 2021 წლის თებერვალს დარდება, აღნიშნულ პერიოდში კი ქვეყანაში მკაცრი პანდემიური რეგულაციები და ეკონომიკური ვარდნა იყო.

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3-4%-ით გაიზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე სებ-ი საქართველოში 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

мир
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати