USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
თბილისი
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის - „სავანის“ პრემიერა გაიმართა
თარიღი:  4445
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე სპექტაკლ „სავანის“ პრემიერა გაიმართა. შადიმან შამანაძის პიესის - „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ - მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები. საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯუმბერ კოპალიანი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
 
პიესა ეხება თანამედროვე ქალების ყოფას. წარმოდგენაში ვხვდებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს, რომელთაც აწუხებთ და აშინებთ გაურკვეველი მომავალი და ჭიდილი საკუთარ თავთან.
 
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი - თინათინ კორძაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ: თამარ ყალაბეგაშვილი, ბარბარე ჩალაძე, ელენე თავართქილაძე, ანუკი შარია, ელენე ქურთიშვილი. საპრემიერო ჩვენება 27 მარტსაც გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება ერთობლივ პროექტებს, რაც შეიძლება სახელმწიფო თეატრებისა და სტუდენტების ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის დასაბამი გახდეს.
 
ასევე, მისასალმებელია, რომ დმანისის თეატრში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების დასრულებამდე დმანისის თეატრი, სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის, მეთაურობით, აქტიურად მუშაობს ახალ სპექტაკლებზე და მათ მაყურებელს სხვადასხვა თეატრის სცენაზე უჩვენებს.
 
საზოგადოება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის