პრემიერ-მინისტრის ეს რეპლიკა-პასუხი იყო იმ აბსოლუტურად ოდიოზურ პოლიტიკოსად ქცეული ადამიანის კივილზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმა იდგეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის, იგეგმება თუ არა მისი დაწინაურება, საპასუხოდ განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, მოვლენების განვითარების შესაბამისად ყველა დაინახავს, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველანი დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას წინ გვაქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.