USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
თეა წულუკიანი უკრაინული ტელეარხის ეთერში: სააკაშვილს დამნაშავეს არა მე, არამედ სტრასბურგის სასამართლო უწოდებს.
Date:  1160

მიხეილ სააკაშვილს დამნაშავეს არა მე, არამედ საქართველოს სასამართლო სისტემა და სტრასბურგის სასამართლო უწოდებს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინული ტელეკომპანია 112 Україна-ს ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა გირგვლიანის საქმის ფარგლებში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელი შეეშალა.

„ჩვენ ყველგან ვამბობთ, რომ სააკაშვილი უბრალოდ დამნაშავეა. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ორი მძიმე დანაშაულისთვის. გარდა ამისა, სააკაშვილის სახელი ნახსენებია სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში. ეს არის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმე, რომელშიც სააკაშვილი შსს-ს მაღალჩინოსნებს აფარებდა ხელს. როგორც სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტშია ნათქვამი, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აღნიშნული საქმის ფარგლებში. მას დამნაშავეს არა მე, არამედ საქართველოს სასამართლო სისტემა და სტრასბურგის სასამართლო უწოდებს. რაც შეეხება ექსტრადირებას, 2014 წელს ჩვენ მოთხოვნა გავაგზავნეთ უკრაინაში მისი ექსტრადირების თაობაზე. 2015 წელს მივიღეთ პასუხი, რომელშიც ნათქვამი იყო მისი ექსტრადირების დამაბრკოლებელ ფაქტორებზე. 2017 წელს კვლავ მივმართეთ უკრაინის ხელისუფლებას ექსტრადირების მოთხოვნით და დიდი ხნის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია, შემდეგ კი გვითხრეს, რომ უკრაინამ სააკაშვილის ადგილმდებარეობა ვერ დაადგინა“, - განაცხადა წულუკიანმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way