USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თეა წულუკიანი საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
Date:  982

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გლდანში მდებარე საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი მოინახულა და რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო მინისტრის პირველ მოადგილე იოსებ ბაღათურიასა და საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბორის ფირცხელიანთან ერთად.

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მოზარდ სპორტსმენთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასა და ორი ახალი შენობის მშენებლობას მოიცავს. სპორტსმენების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან ერთად შენდება ძიუდოს ახალი დარბაზი და ორსართულიანი მულტიფუნქციური ახალი შენობა, სადაც კრივსა და სხვა სპორტის სახეობებში შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენთა მომზადება. ცენტრში მომზადებას 120-ამდე განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონე ბავშვი უსასყიდლოდ შეძლებს როგორც დედაქალაქიდან, ასევე - რეგიონებიდან.
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტია 6 500 000 ლარი.
სპორტული ბაზა 1959 წელს გაიხსნა და იქ არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა, თუმცა ცენტრის რეაბილიტაცია მისი გახსნის შემდეგ არ განხორციელებულა. მასშტაბური სამუშაოები სამინისტროს ხელმძღვანელობით 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციაც.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა სპორტის სახეობის განვითარებისა და სპორტსმენთა ხელშეწყობისთვის.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way