USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
თეა წულუკიანი სახალხო დამცველს მწვავედ აკრიტიკებს
თარიღი:  905

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

თეა წულუკიანმა მწვავედ გააკრიტიკა სახალხო დამცველის მოხსენება: „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება. მაგრამ თუ დავუბრუნდებით უფრო სერიოზულად საქმეს, ვინაიდან ამ ტრიბუნასთან სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელშეწყობით ვიმყოფები და ვარ ამისთვის მადლიერი, დავიწყებ ზოგადი მდგომარეობით, რადგან წლის დასაწყისია და საზოგადოებას ალბათ, აინტერესებს, როგორია ციფრები. 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით პატიმრობაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა იყო 9 ათას 762 პირი, აქედან მსჯავრებული იყო 7 ათას 968, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს. ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასწრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი, შედარებისთვის ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. შარშან ეს რიცხვი იყო 16, თუმცა ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომაა ეს რიცხვი ასეთი დაბალი, ალბათ იმიტომ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ“.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის