USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
თეა წულუკიანი მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
дата:  1179

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

რეაბილიტაციის პროცესს ასევე გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი; სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 14 140 000 ლარი გამოყო.
მესხეთის თეატრში მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი - 100, ხოლო დიდი დარბაზი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე - შენობის ფასადი, მოპირკეთდება თეატრის ეზოც. თეატრში საგასტროლოდ/სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს.
თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალციხის სალოტბარო სკოლა მესხეთის თეატრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ შეძლებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას, რაც თეატრის შენობას ხელს შეუწყობს, იქცეს კულტურის მრავალფეროვან კერად. ახალციხის სალოტბარო სკოლა დაფუძნდა 2019 წელს. იქ ახალგაზრდებთან მუშაობს ორი ადგილობრივი სპეციალისტი - რეგენტი ქეთევან კოპაძე და ლოტბარი ზაზა თამარაშვილი. დღეისთვის ახალციხის სალოტბარო სკოლაში 38 მოსწავლეა რეგისტრირებული.

კულტურის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ხელოვნების კერების ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლებას, რაც ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ხელოვნების ნიმუშებს ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის.

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати