USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თეა წულუკიანი: იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს ვერ დავაზიანებინებ
Date:  455

ყველა ის მეცნიერი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩადის, არის სიცრუის ტირაჟირებაში ჩართული და უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს.

„შედგა პროექტი, რომელიც იყო არა ვინმე არქიტექტორ-რესტავრატორის, არამედ თეატრმცოდნე - კახა ტრაპაიძის. მან შეადგინა სახურავის პროექტი, რომელშიც შემდეგ ჩაერთო გიორგი გაგოშიძე, ასევე მეცნიერი, რომელმაც თქვა: ავაღორძინოთ დავითის დროინდელი კრამიტის ტრადიცია და სანზონაში, ღუმელში გამოაცხვეს კრამიტი და გელათს დაახურეს. ეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტები ვადგინე და იმას ვყვები, თორემ ეს ფაქტებიც არ იყო ცნობილი. ამ სახურავს არ აქვს არანაირი წყლის სისტემა, რომელიც ნალექს ძეგლისგან განარიდებს. პირველი ვიყავი მე, ვინც ვთქვი, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ კრამიტს ექსპერტიზაც არ ჰქონდა გავლილი.

2021 წელს, სამხარაულის ექსპერტიზამ გამომიგზავნა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ეს კრამიტი არც ყინვას უძლებს და არც წყალმედეგია. ეს დიაგნოზი დავსვით ჩვენ. ეს ადამიანები, როგორ თუ მე დიაგნოზი დავსვი მათ ჩადენილ საქციელებზე, ამხედრდნენ და დაიწყეს, რომ ვიღაც სხვას შეახოცონ ხელი. ჩემზე ხელის შეხოცვა ძნელია, რადგან ფაქტები არის ჯიუტი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ დავაზიანებინებ, ჯვარზე ფასადის რეაბილიტაცია დაიწყება სახელმწიფო სახსრებით. ამასთან, ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამ პროცესს დონორიც გამოუჩნდება.

წულუკიანმა ასევე განმარტა, რომ ჯვრის თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესის პოლიტიზება ვეღარ მოხერხდა.

„მაგრამ ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვერცერთი ჯვარი, ვერცერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს ყვიროდნენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way