USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
თეა წულუკიანი გურიაში ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
Date:  
თეა წულუკიანი გურიაში ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
14 ივლისს, ნოდარ დუმბაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართა საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცემული საიუბილეო წიგნი-ალბომი - „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“ და საიუბილეო კრებული „ნოდარ დუმბაძე - წერილები, რეცენზიები, პუბლიკაციები“ იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ნოდარ დუმბაძის შთამომავლები და ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო წიგნ-ალბომის - „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“ - ავტორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. იგი მოიცავს სხვადასხვა თეატრში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ამსახველ ფოტომასალას. წიგნ-ალბომს ერთვის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით სახელმწიფო თეატრებში დადგმული სპექტაკლების სრული ნუსხა.
მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის - „ნოდარ დუმბაძე - წერილები, რეცენზიები, პუბლიკაციები“ - შემდგენლები არიან ქეთევან დუმბაძე და გიორგი კაკაბაძე. წიგნში თავმოყრილია რეცენზიები, წერილები, ნარკვევები, გამოკვლევები. ეს არის ნოდარ დუმბაძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა-დამუშავების პირველი ცდა. კრებულში შევიდა ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი უცნობი ფოტოები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
ასევე, სოფელ ხიდისთავის საფეხბურთო მოედანზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა. ტურნირში 11 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული 21 ივლისს გამოვლინდება.
საღამოს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა ნოდარ დუმბაძის დაბადების დღის აღსანიშნავად წარმოადგინა სპექტაკლი „ინტერვიუ სარკეში“ (რეჟ. ელენე მაცხონაშვილი).
 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way