USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
თეა წულუკიანი - ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს.
дата:  763

მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ეს აღიზიანებს ამ ქვეყნის საზოგადოების დიდ უმრავლესობას და ეს იწვევს ასეთი დონის აგრესიას ამ უმრავლესობის დაჯგუფებებში, რომელიც ღმერთს მადლობა, უმცირესობაში არიან. რა თქმა უნდა, ძალადობა ხელისუფლების მიერ უნდა იქნას დასჯილი და ეს ასე იქნება. უბრალოდ, ეს იმხელა პრობლემებია, რომ ამას მარტო მთავრობა ვერ გაწვდება. ვიძახოთ მთავრობა-მთავრობა და ვიყოთ ასე. მთავრობა, რასაც შეუძლია, გააკეთებს, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თქვენ, მედია რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხმობა მოხდეს?“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახლა მოდაში ხელების გადაგრეხვაა და „ქართულ ოცნებას“ ყველამ ძალიან ბევრჯერ გადაუგრიხა ხელები. „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა, ხელები ყველას გადააგრეხინა, ვისაც არ შეეზარა – 8 მარტის შეთანხმება, შეწყალებები, შარლ მიშელის დოკუმენტი. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია და თქვენც ამას უყიჟინებდით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და რომ არ შესულიყო რა, ზოგიერთის იქ ყოფნას რა ფასი აქვს?! ზოგიერთის, თორემ ზოგიერთი ცდილობს, პოლიტიკა აკეთოს იმ აურზაურში, რაც იქ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ მისთვის, როგორც ერთი პარტიისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

„ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ პოლიტიკურად, „ქართული ოცნებისთვის“ თქვენ მომგებიანი გგონიათ შარლ მიშელის დიადი დოკუმენტი? არა. პოლიტიკურად, ეს ჩვენთვის, ერთი პარტიისთვის წამგებიანია, მაგრამ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ვართ. რატომ? – იმიტომ, რომ ხელისუფლებაში რომ ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ არ მშვიდდებიან, სიტუაცია არ მშვიდდება და მივდივართ იქამდე, რაც მე მაინც ჯიუტად მგონია მთავარი – როდესაც ქართველ ერს რაღაცას ეუბნები, ამ ქვეყნის შვილი ხარ, ხელისუფალი თუ ფასილიტატორი, იმ ერს კარგად უნდა იცნობდე. ასეთი დოკუმენტებით, რაც არ უნდა კარგი დოკუმენტები იყოს, სამწუხაროდ, ქვეყანაში თანხმობა არ მყარდება. თუმცა, ალბათ, ეს აუცილებელი იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати