USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
თეა გოდოლაძე- ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის ნაწილი წამოვიდა
дата:  467

ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა, წამოვიდა გრუნტის ნაწილი - მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ფერდობის უკან მდებარეობს საბავშვო ბაღი, რომლის ტერიტორია უკვე დაბზარულია, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ფერდის გამაგრება.

„აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება. აუცილებელია ფერდის გამაგრება, თორემ რეალური პრობლემები შეიქმნება. ხელოვნური ჩარევები არ უნდა გაგრძელდეს. ვაშლიჯვარში ნებისმიერი სამშენებლო ინტერვენცია ამ ტერიტორიის უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა გოდოლაძემ

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати