USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო
Date:  652

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა განხორციელდება.

სამუშაო პროცესს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილეები გაეცნენ.

“დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება”, - აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა.

მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way