USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"თბილსერვის ჯგუფმა“ ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდა
თარიღი:  906

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და 5 ერთეული სპეცტექნიკა.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად გაეცნო.
„სამშენებლო ნარჩენის პრობლემა ხუდადოვის ტყეში, სამწუხაროდ, მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციებს აქ რეგულარულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ სივრცეებში, ქალაქის ქუჩებში, კონტეინერებში ნუ განვათავსებთ სამშენებლო ნარჩენს, რაც შემდგომ ჩვენს სპეცმანქანებსაც აზიანებს. ყველა ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გამოსავალი მარტივია - გლდანში, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალურ ობიექტზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის ინერტული ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიანი ტარიფებით“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის