დღეს დილიდან თბილისი დასუფთავების თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც არ ხდება ჩვეულებრივ რეჟიმში ქალაქში ნაგვის გატანა.
თბილსერვის ჯგუფის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ გაუზარდეს სამუშაო საათები და ხელფასები იგივე დაუტოვეს. ისინი ამბობენ, რომ დიდი ხანია მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა მათ უარს ეუბნება.
გაფიცული თანამშრომლების თქმით, მოძველებულია დასუფთავების მანქანები, დანგრეული და ამორტიზირებულია სანაგვე ურნები, რაც შეუძლებელს ხდის მათ მუშაობას.
ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვა არ შეწყდება მანამდის, სანამ თბილისის ხელმძღვანელობა არ დათანხმდება მათ პირობებს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.