USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
„თბილსერვის ჯგუფის“ კუთვნილი 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში - 350 თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
თარიღი:  898

30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს.

„მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.

ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - აღნიშნავს ფაჩულია.

ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებისგან, რომელიც გაუმართავია და არ აქვს ზამთრის საბურავები.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის