USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
„თბილსერვის ჯგუფი“ მუნიციპალური ნარჩენის მართვის სტრატეგიის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
თარიღი:  952

პროექტ „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის“ ფარგლებში, თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სცენარების ხარჯების და შემოსავლების ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. 

პრეზენტაციაზე, დაინტერესებული მხარეებს პროექტის ფარგლებში მომზადებული მესამე ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც განხილულია ნარჩენების მართვის შემოთავაზებული ვარიანტების ფინანსური ასპექტები. 

თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის პროექტის ფარგლებში, დოქტორ ლუდვიგ შტრეფის ხელმძღვანელობით მომზადდა სამი დოკუმენტი. კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს მასში შემავალი სხვადასხვა ნაკადების პროცენტული წილი და რაოდენობა. აღნიშნული ანალიზი, შესაძლებლობას იძლევა, დედაქალაქისთვის დაითვალოს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობები, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური რაოდენობრივი მიზნები და განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, აგრეთვე, ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის პრაქტიკული შესრულებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო. მისი მიზანია, თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ აქტიური მონაწილეობით. პროექტის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს გერმანულ-ბერძნული კონსორციუმი - ICP-ENVIROPLAN, ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის (ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH) უშუალო ხელმძღვანელობით. 

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.
 
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის