USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს
дата:  810

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების გაწმენდა ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური ტექნიკით მოირეცხება შიდა და გარე პერიმეტრი.

ამ დროისთვის, უკვე გაიწმინდა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი, აღმაშენებლის ხეივნისა და მეტეხის გვირაბები.

„დასუფთავების ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. გვირაბების დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტეხის გვირაბში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати