USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისური ტენდერები: 23.03 - 04.04.2023
дата:  586

თბილისის მერია, სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამ უწყების მიერ განხორციელებული ცალკეული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. სწორედ ამიტომ „თბილისი პოსტმა“ გადაწყვიტა დედაქალაქის მერიის შესყიდვების უფრო დეტალურად შესწავლა და ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე  ტენდერების, მათი მიმდინარეობის და შესრულების შესახებ.

ყოველკვირეულად ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გამოცხადებული საყურადღებო და მნიშვნელოვან ტენდერებზე, ხოლო თვეში ერთხელ გვექნება ერთგვარი შეჯამება ჩატარებული ტენდერების, გამარჯვებული კომპანიების და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

საყურადღებო და მნიშვნელოვან ტენდერები

23.03. - 04.04.2023

 

1. განცხადების ნომერი- NAT230007275 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 499`848.00 GEL

შესყიდვის საგანი: ქალაქ თბილისის მასშტაბით გრუნტის და ნატანის გასუფთავება-გატანის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა..

შესყიდვის გამოცხადების თარიღი - 30.03.2023

წინადადებების მიღება იწყება  - 15.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება - 20.04.2023

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი გრუნტის მასის გასუფთავება-გატანის ან/და მდინარეებისა და ხევების ნატანისგან (გრუნტი, ლამი, მერქანი და სხვა ნარჩენები) გაწმენდითი სამუშაოების შესრულების გამოცდილება (მათ შორის აუცილებლად უნდა გააჩნდეს ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის სამუშაოების შესრულების გამოცდილება)

2. განცხადების ნომერი NAT230006924- შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`499`999.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქ. თბილისის მასშტაბით ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი   -  27.03.2023

წინადადებების მიღება იწყება -13.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება  -18.04.2023

პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 15%-ის ღირებულების ერთი სკეიტ-მოედნის მშენებლობის ან რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება

3. განცხადების ნომერი NAT230006904 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`599`671.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქ. თბილისის მასშტაბით სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა-რეაბილიტაცის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი  - 27.03.2023

წინადადებების მიღება იწყება-13.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება  -  18.04.2023

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ან/და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება

4. განცხადების ნომერი NAT230006694- შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9`151.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (თანმდევი მომსახურებით: მოწყობა და კონფიგურაცია) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) მიწოდების ადგილი:

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, II მ/რ, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა (ს/კ: 01.10.06.006.310);

ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, (ს/კ 01.19.39.010.109)

შესყიდვის გამოცხადების თარიღი - 23.03.2023

წინადადებების მიღება იწყება - 01.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება - 04.04.2023

პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати