USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისური ტენდერები - ერთი ნაგვის ურნა 50 000 ლარად, სულ 10 მილიონი ლარია გამოყოფილი
თარიღი:  1042

ამა წლის 7 აპრილს შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა”, რომლის 100%-იანი მეპატრონე თბილისის მერიაა, 200 ცალი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვაზე ტენდერი (NAT230007996) გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია ანუ ერთი ცალი კონტეინერის შესყიდვა საშუალოდ 50 ათასი ლარი დაუჯდება დედაქალაქის ბიუჯეტს.

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნაში მითითებულია, რომ 2016 წლის 01 იანვრიდან მწარმოებელ კომპანიას, საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში მიწოდებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2500 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ.

აღსანიშნავია, რომ  მსგავსი გამოცდილება საქართველოში მხოლოდ ერთ კომპანიას გააჩნია. პირველი კონტრაქტი მსგავსი კონტეინერების მიწოდებაზე, მერიამ ერთ პირთან მოლაპარალკებით გაუფორმეს კომპანია „ჯითი გრუფს“, ეს იყო საქართველოში პირველი და მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდა არცერთ კომპანიას. შესაბამისად, უკვე ამ კომპანიას გაუჩნდა ამ ტიპის გამოცდილება და მომდევნო ტენდერებში უკვე სარგებლობს უპირატესობით.

https://tenders.procurement.gov.ge/

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის