USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისური ტენდერები - 17.03. - 22.03.2023
Date:  791

თბილისის მერია, სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამ უწყების მიერ განხორციელებული ცალკეული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. სწორედ ამიტომ „თბილისი პოსტმა“ გადაწყვიტა დედაქალაქის მერიის შესყიდვების უფრო დეტალურად შესწავლა და ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე  ტენდერების, მათი მიმდინარეობის და შესრულების შესახებ.

ყოველკვირეულად ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გამოცხადებული საყურადღებო და მნიშვნელოვან ტენდერებზე, ხოლო თვეში ერთხელ გვექნება ერთგვარი შეჯამება ჩატარებული ტენდერების, გამარჯვებული კომპანიების და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

საყურადღებო და მნიშვნელოვანი ტენდერები

17.03. - 22.03.2023

1. განცხადების ნომერი- NAT230006518 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 508`433.00 GEL

შესყიდვის საგანი: ქ. თბილისში, კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი 22.03.2023

წინადადებების მიღება იწყება  07.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება 12.04.2023

პრეტენდენტს 2010 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%-ის ღირებულების კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

 

2. განცხადების ნომერი NAT230006409 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105`000.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისთვის საოფისე მაგიდებისა და კარადების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი   21.03.2023

წინადადებების მიღება იწყება  31.03.2023

წინადადებების მიღება მთავრდება  03.04.2023

პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი

 

3. განცხადების ნომერი NAT230006372 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 70`092.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩაზე „ფიქრის გორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდის პრევენციული დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის და პროექტირების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი  21.03.2023

წინადადებების მიღება იწყება  31.03.2023

წინადადებების მიღება მთავრდება   03.04.2023

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევ(ებ)ის ან/და პრევენციული ღონისძიებ(ებ)ის სამუშაოების (მათ შორის, ფერდობ(ებ)ის გამაგრების ან/და საყრდენი კედლ(ებ)ის მოწყობის) საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება.

 

4. განცხადების ნომერი NAT230006149 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 841`125.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქალაქ თბილისში, მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებისთვის სპორტული ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) მიწოდების ადგილი:

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, II მ/რ, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა (ს/კ: 01.10.06.006.310);

ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, (ს/კ 01.19.39.010.109)

შესყიდვის გამოცხადების თარიღი   17.03.2023

წინადადებების მიღება იწყება 13.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება  18.04.2023

პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი

 

5. განცხადების ნომერი NAT230006022 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`386`338.00 GEL

შესყიდვის საგანი:  ქალაქ თბილისში, მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებისთვის სპორტული ინვენტარის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) მიწოდების ადგილი:

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, II მ/რ, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა (ს/კ: 01.10.06.006.310);

ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, (ს/კ 01.19.39.010.109).

შესყიდვის გამოცხადების თარიღი 17.03.2023

წინადადებების მიღება იწყება  13.04.2023

წინადადებების მიღება მთავრდება  18.04.2023

პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way