თბილისის მერია, სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამ უწყების მიერ განხორციელებული ცალკეული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. სწორედ ამიტომ „თბილისი პოსტმა“ გადაწყვიტა დედაქალაქის მერიის შესყიდვების უფრო დეტალურად შესწავლა და ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ტენდერების, მათი მიმდინარეობის და შესრულების შესახებ.
ყოველკვირეულად ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გამოცხადებული საყურადღებო და მნიშვნელოვან ტენდერებზე, ხოლო თვეში ერთხელ გვექნება ერთგვარი შეჯამება ჩატარებული ტენდერების, გამარჯვებული კომპანიების და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
საყურადღებო და მნიშვნელოვანი ტენდერები
17.03. - 22.03.2023
1. განცხადების ნომერი- NAT230006518 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 508`433.00 GEL
შესყიდვის საგანი: ქ. თბილისში, კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 22.03.2023
წინადადებების მიღება იწყება 07.04.2023
წინადადებების მიღება მთავრდება 12.04.2023
პრეტენდენტს 2010 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%-ის ღირებულების კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2. განცხადების ნომერი NAT230006409 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105`000.00 GEL
შესყიდვის საგანი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისთვის საოფისე მაგიდებისა და კარადების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 21.03.2023
წინადადებების მიღება იწყება 31.03.2023
წინადადებების მიღება მთავრდება 03.04.2023
პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი
3. განცხადების ნომერი NAT230006372 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 70`092.00 GEL
შესყიდვის საგანი: ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩაზე „ფიქრის გორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდის პრევენციული დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის და პროექტირების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 21.03.2023
წინადადებების მიღება იწყება 31.03.2023
წინადადებების მიღება მთავრდება 03.04.2023
პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევ(ებ)ის ან/და პრევენციული ღონისძიებ(ებ)ის სამუშაოების (მათ შორის, ფერდობ(ებ)ის გამაგრების ან/და საყრდენი კედლ(ებ)ის მოწყობის) საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება.
4. განცხადების ნომერი NAT230006149 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 841`125.00 GEL
შესყიდვის საგანი: ქალაქ თბილისში, მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებისთვის სპორტული ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) მიწოდების ადგილი:
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, II მ/რ, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა (ს/კ: 01.10.06.006.310);
ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, (ს/კ 01.19.39.010.109)
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 17.03.2023
წინადადებების მიღება იწყება 13.04.2023
წინადადებების მიღება მთავრდება 18.04.2023
პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი
5. განცხადების ნომერი NAT230006022 - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`386`338.00 GEL
შესყიდვის საგანი: ქალაქ თბილისში, მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებისთვის სპორტული ინვენტარის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/განთავსება) მიწოდების ადგილი:
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, II მ/რ, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა (ს/კ: 01.10.06.006.310);
ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, (ს/კ 01.19.39.010.109).
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 17.03.2023
წინადადებების მიღება იწყება 13.04.2023
წინადადებების მიღება მთავრდება 18.04.2023
პრეტენდენტის გამოცდილება არ არის მოთხოვნილი
ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.
წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.
ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.
გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:
2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".
მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".
მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".
1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.
ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.
"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.
"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.
ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.
შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
წყარო:https://bm.ge/n