USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში ყველაზე მეტად 50-80 კვ.მ. ბინები იყიდება
თარიღი:  736

როგორც Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული - უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში სტაბილურად მზარდია

გაყიდვების საშუალო ზრდა 2015 წლიდან 2022 წლამდე 16.8%-ს შეადგენს. ხოლო თუ 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს 2022 წლის ანალოგიურ ორ თვეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა 14.3%-ია. გასული წლის პირველ ორ თვეში თბილისში 5700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 6600-ზე მეტი.

„გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა. გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის“, - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის