USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
თბილისში ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  1438

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე, რომელიც 3 ჰექტარზე მეტს მოიცავს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მისივე თქმით, პარკი მთლიანად მოწესრიგდება და ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი.

„ამას რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ. შეიძლება ითქვას, რომ წლების წინ, აქ იყო რაღაც პარკი, თუმცა, თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. ფაქტობრივად, განადგურებულია ყველაფერი, არაფერი არ არსებობს. ამ პროექტი ფარგლებში დაახლოებით 3 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოწესრიგდება. ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და უმაღლეს დონეზე შესრულდება სამუშაოები. კიდევ ერთი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით.

თბილისის მერთან ერთად ვარკეთილის ხევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати