USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
Тбилиси
თბილისში უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობის ცენტრი გააჩენდება - თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი
дата:  430

 

დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობის ცენტრს გააჩენს - თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი, ხოლო ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა, - აღნიშნული პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

„თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება ბეთანიის სათხილამურო კურორტს, გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობით და 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.

„ბეთანიის სათხილამურო კურორტით ისარგებლებენ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ტურისტები. კურორტი იქნება ოთხსეზონიანი. ინფრასტრუქტურას იმგვარად განვავითარებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასის სიგრძე-500 მ-ია, თუმცა, უფრო გავაფართოებთ. უახლოეს მომავალში დეტალური კონცეფცია გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати