თბილისში, ევროკავშირის შენობასთან ნაპოვნი ხელყუმბარა სასწავლო აღმოჩნდა.
ადგილობრივებმა სახლის სახურავზე ხელყუმბარა იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც ყურძენს კრეფდნენ და ამ დროს შენიშნეს გაურკვეველი ნივთი, რომელიც შეფუთული იყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.