USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
თბილისში, შენობიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები გამოიტანეს
Date:  

აღმაშენებლის 75 ნომრიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები გამოიტანეს. სავარაუდოდ ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა. შენობიდან სადაც, პოლიციელები უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, 20-მდე დალუქული პარკი შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიტანეს. სამართალდამცველების თქმით, მისამართზე ანონიმური ზარის საფუძველზე მივიდნენ.

სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ქოლ-ცენტრი გიორგი ვაშაძესა და უკრაინელ პოლიტიკოს დავით არახამიას ეკუთვნით. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქრონიკამ“ გიორგი ვაშაძესთან ტელეფონით სცადა დაკავშირება, თუმცა მან არც ზარს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way