USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
თბილისში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა
дата:  349
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა.
ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
„საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამას განვაგრძობთ. დღეს კიდევ 30 ოჯახს დავუკანონეთ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით ფართები. ვულოცავ ამ ოჯახებს და ბედნიერებას ვუსურვებ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, 2017 წლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. მათ უნდა მიმართონ თავიანთ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდგომში ფართების დაკანონება მოხდეს. პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.
დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати