USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
თბილისში, რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა? - TBC Capital
Date:  441

TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში, თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ხოლო კრწანისში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, თბილისის უმრავლეს უბანში წელს წელთან შედარებით შემცირდა გაყიდული ბინების რაოდენობა, დასვენების დღეების გამო. (2025 წლისა და 2024 წლის აგვისტოს თვეების სამუშაო დღეებს შორის განსხვავება იყო. კერძოდ, წელს აგვისტოში ორი სამუშაო დღით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს, რაც ოფიციალურ რეგისტრაციაზე მოქმედებს).

რაც შეეხება ყველაზე მაღალი/დაბალი ფასის მქონე უბნებს:

ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი, თბილისის უბნებს შორის, კვლავ ვაკესა და მთაწმინდაზე დაფიქსირდა, რომელიც კვადრატულ მეტრზე $2,000-ს აღემატება.

რაც შეეხება ყველაზე დაბალი ფასის მქონე უბნებს, საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე $1,100-ის გარშემო მერყეობს.

 

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way