USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
თბილისში, ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა
თარიღი:  534

ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მარშის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხი ითხოვს "არა რუსულ კანონს", არამედ, ევროპას, ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება, დასრულდება.

"კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, ერთად გამოდიან ქუჩაში და ეძახიან ხელისუფლებას, რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ ვერავინ ბედავს რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს. აქ არის ხალხი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი, ქალები და ბავშვები. ხალხი ამბობს "არა რუსულ კანონს!", ხელისუფლება კი არის შემალული და დადის დაცვით. ეს არის რეალობა აქ არის საქართველო და ითხოვს "არა რუსულ კანონს!", არამედ ევროპას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება საკუთარი ხალხის ნებას, დასრულდება და ეს მოხდება არჩევნებზე აუცილებლად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

"შემოვუერთდი ქალთა მარშს რუსული კანონის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არის საპროტესტო აქციები იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ეს კანონი არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ვიცავთ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ შორის, პარლამენტშიც, როდესაც მოხდება "რუსული კანონის" მეორე მოსმენით განხილვა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეისმენს საქართველოს მოსახლეობის ხმას, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე. ჩვენც, პარლამენტს წევრები ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ განაცხადა, ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ხელისუფლებას და უთხრან "არა რუსულ კანონს".

„მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ იმიტომ, რომ ეს კანონი იქნება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ქართველ ქალებს, რომლებიც ვართ დედები, დები თუ შვილები, არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე დაემუქროს. შესაბამისად, გამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს შევასმენინოთ, ეს კანონი არ მიიღოს. ქალები არის ამ ქვეყნის ძალა, რომლებიც ძალიან დიდ შრომას სწევენ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, დემოკრატიული გაძლიერებისთვის. ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ამ კანონპროექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს ქალების, ახალგაზრდების და სრულიად ქართველი ერის ხმა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ქალთა მარშის მონაწილემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.