USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
თბილისში მწვანე ნარგავის მოჭრისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი.
дата:  479

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას.

მისი თქმით, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ. პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.

„პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია გარე ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს.

კახა კალაძის განცხადებით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ.

„ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანხმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარე ტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარე მოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს.

„რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა განახორციელეს დემონტაჟი იმ მშენებარე ნაგებობების, რომელიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ არის განთავსებული. სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტები გრძელდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ფართებით. თუ სტატუსი არ აქვთ მიღებული, შესაძლებლობა აქვთ, ქირით გავიდნენ, რასაც ჩვენ ვიხდით. ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მიწების მიტაცების და იქ უკანონო შენობების განთავსების საშუალებას არავის მივცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება.   ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

„დავიწყეთ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: კონსტრუქციების გამაგრება და დრენაჟის მოწყობა; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოპირკეთება; სახურავის მოწყობა (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა). ასევე, ის მწვანე კედელი, რომელიც გარე ფასადზე იყო, შენარჩუნდება და ახლებური სისტემით გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ტერიტორია - მეტროსადგური „ავლაბარი“, ავლაბრის მოედანი და ქეთევან დედოფლის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

„მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სადაც შესაძლებელია, რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლები მოვაწყოთ. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები იწარმოებს ღამის განმავლობაში - 00:00-06:00 საათამდე, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით. აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიში მოუხადა.

„მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო დისკომფორტისთვის, რასაც, რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება იწვევს. ჩვენ მიზანმიმართულად ავირჩიეთ ეს პერიოდი, რადგან ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქიდან ბევრი ადამიანი გადის. შესაბამისად, მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ამ პერიოდშია მიზანშეწონილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ისნის რაიონის გამგეობამ განახორციელა. კერძოდ, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად, მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო.

„ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელაანის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო. დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება. 23 ივლისს, დიდი დიღმის ახალ პარკში ბენდ Killages კონცერტი და სხვადასხვა საბავშვო და სპორტული აქტივობა გაიმართება.

„გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში (მირიან მეფის ქუჩა) დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პოპულარული ახალგაზრდული ბენდის - Killages კონცერტი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება DJ-ის პროგრამა. რაც შეეხება საბავშვო ნაწილს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზე მისულ პატარებს მეზღაპრის, ხატვისა და ილუსტრატორთა კუთხეები, თითებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები დახვდებათ, სპორტულ ნაწილში კი გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეები იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ნათია ჯანელიძე წარუდგინა, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების დეპარტამენტის თანამშრომელია.

„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ნათია ჯანელიძე, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების დეპარტამენტის თანამშრომელია. ქალბატონი ნათია 20 წელია გარე განათების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საექსპლუატაციო-სარემონტო სამსახურში მუშაობს. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსმა, დამამთავრებელ კურსზე, „განათების სამსახურში“, გამოსაცდელი ვადით, მემონტაჟედ დაიწყო მუშაობა. სტაჟირების წარმატებით დასრულებისთანავე, იგი სამსახურში აიყვანეს და მას შემდეგ, აგერ უკვე 20 წელია, დედაქალაქს ღირსეულად ემსახურება. მინდა, ნათია ჯანელიძეს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და მომავალშიც წარმატებები ვუსურვო. ერთობლივად ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ეს ყველაფერი პირველ რიგში, კეთდება ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати