USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისში მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციები 500 ლარიდან 5000 ლარამდე იზრდება
дата:  509

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება მწვანე ნარგავის სახეობა.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისთვის არსებობს 500 ლარიანი ჯარიმა და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის1000 ლარიანი ჯარიმა, შემოთავაზებული ცვლილებებით კი, შემოდის შესაბამისად - 5 000 და 10 000 ლარიანი ჯარიმები.

„ამასთან, თუ ხე-ტყის გაჩეხვის გამო წარმოიშვება მნიშვნელოვანი ზიანი და ხშირად ეს მნიშვნელოვანი ზიანი 1000 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში, დაანგარიშების შემდგომ, ავტომატურად დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. როდესაც ვერ დგინდება ხის სახეობა, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია დაანგარიშდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ მოცემულობაში თუ პირი მესამედ ჩაიდენს აღნიშნულ ქმედებას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

წარმოდგენილი ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის შემოღებას მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია 10 000 ლარიანი ჯარიმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати