USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
თარიღი:  768

„ეკოსერვის ჯგუფმა“ ქალაქის ტერიტორიაზე დარგულ მცენარეებზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიური წამლობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კომპლექსური წამლობის სამუშაოები, როგორც მავნებლების, ასევე, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები, შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. ამ მიზნით, კომპანია თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის