USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისში კიდევ ერთი ტურისტული ზონა გაჩნდა - ბააზოვის ქუჩიდან თაბორის მონასტრის მიმართულებით, ტურისტული საფეხმავლო ბილიკი მოეწყო
თარიღი:  821
კრწანისის რაიონის ისტორიულ ნაწილში კიდევ ერთი ტურისტული ზონა გაჩნდა - ბააზოვის ქუჩიდან თაბორის მონასტრის მიმართულებით, ტურისტული საფეხმავლო ბილიკი მოეწყო.
 
ადგილზე გაკეთდა ლითონის კონსტრუქციის კიბე, ბილიკები და მოაჯირები.
 
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა და კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და
მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები, სადაც საქანელა სკამები განთავსდა.
 
დასრულებული პროექტი კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ დაათვალიერეს.
 
თაბორის მონასტრიდან ბილიკის მეშვეობით ისინი აბანოთუბანში ჩავიდნენ, სადაც ნარდის ტურნირი გაიმართა. ტურნირში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მათთვის კრწანისის რაიონის გამგეობამ ჯილდოები დააწესა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის