USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისში ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  642

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში არსებული ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

დაახლოებით 2 ჰექტარზე განთავსებული რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„დავიწყეთ ციციშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებულ სივრცეს მოვაწესრიგებდით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აქ ვითარება სრულად შეიცვლება - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სკეიტპარკი, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, სარწყავი სისტემები. პირობას ვაძლევ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ წლის ბოლოს, როდესაც სამუშაოები დასრულდება, აქ ნამდვილად სასიამოვნო გარემო იქნება. ასეთი პარკები, რეკრეაციული სივრცეები ჭირდება ჩვენს დედაქალაქს, რასაც მუნიციპალიტეტი ყველა რაიონში ახორციელებს. მომდევნო წლებში ამ ტიპის სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

გარდა კეთილმოწყობის სამუშაოებისა, პარკში ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი.

სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 5 მლნ ლარია და ის 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის