USD 2.7005
EUR 3.1458
RUB 3.5158
Tbilisi
თბილისში "გლოვოს" კურიერი შეკვეთის მიტანისას დაჭრეს
Date:  1189

თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს

„შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძიზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.

დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე გოგოხია, რომელიც მისი ნათესავია. მისი თქმით, კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას უთხრეს, რომ შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავთ.

„კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი“, – წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.

tbilisi
სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
სამგორის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შესრულებული სამუშაოს ანგარიში რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარადგინა. მან სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა 124 140 კვ.მ ფართობზე. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც გზა ათწლეულების განმავლობაში არ განახლებულა.
11 მისამართზე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, გრუნტის დამჭერი კედელი კი, 6 მისამართზე აშენდა.
 რეკრეაციული სივრცეების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა, მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სპორტული მოედანი, მათ შორის 8 სრულიად ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა. ერთ-ერთია რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონი აფრიკის დასახლებაში, რომელიც ამ ტიპის პირველი სტადიონია სამგორის რაიონში.
გარდა ამისა, დიდ ლილოში 9 104 კვ.მ ფართობზე ეწყობა სპორტული კომპლექსი, სადაც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი და პადელის კორტი იფუნქციონირებს. ამასთანავე, 26 მისამართზე მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე და დამონტაჟდა ატრაქციონები.
დელეგირებული უფლებამოსილებით, 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 743 638 ლარი დაიხარჯა.
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 214 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 66 მისამართზე შეიცვალა; 35 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 12 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
 სოციალური მიმართულებით დაკმაყოფილდა: მიზნობრივი ფულადი დახმარების 6 429 განცხადება; მედიკამენტებისა და მკურნალობის დაფინანსების - 6 801 განცხადება; 7 530 მოქალაქემ ისარგებლა უფასო სასადილოს პროგრამით; 600 ოჯახმა ისარგებლა ბინის ქირის პროგრამით; ასევე, ბინის ქირის პროგრამით ისარგებლა 106 ოჯახმა, რომელიც ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული.
 მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 12 ღონისძიება ჩაატარა.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 56 700 000 ლარი დაიხარჯა.
 გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი, ზაქარია წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
See all
Survey
By the way