თბილისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „თბილისის პოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.