USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო 112-ში 100-მდე შეტყობინება დაფიქსირდა
Date:  388

„112“-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას, ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

 „ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way