USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია
дата:  305

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია.

მკვლელობა გვიან ღამით სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. არსებული ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელია აცხადებს, რომ თბილისში დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე, ამ წუთას, ატარებს ყველ საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.

დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати