USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს
дата:  559

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები მამა-შვილი არიან. არსებული ცნობით, მამა-შვილი მეზობელმა დაჭრა.

ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, პარკინგის ადგილის გამო დაიწყო და სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დაზიანებები დანით მიაყენა.

დაჭრილები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

Тбилиси
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

более
голосование
Кстати