USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
Tbilisi
თბილისში დიდი რესურსია დაბალი განაშენიანების უბნების და ძველი საწარმოო ტერიტორიების ათვისების კუთხით - თემურ ბოლოთაშვილი
Date:  653

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2 358 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 5,4%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თითქმის 12%-ით არის გაზრდილი სამშენებლო ფართის მოცულობა. საქსტატის მიხედვით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% თბილისზე მოდის.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში კლებას არ ელის და ამბობს, რომ მათ შორის დედაქალაქში კიდევ რჩება საკმარისი არეალები იმისთვის, რომ დეველოპერული პროექტები განხორციელდეს.

“ბოლო წლებში მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ჯამური კვადრატულობა არის პირიქით მომატებული, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. ერთი, რომ მასშტაბური პროექტები ხორციელდება თბილისში და მეორე, რომ ამას დაემთხვა ამ ბოლო წლებში რამდენიმე აქტიური პროგრამა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

პირველი ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით ჩაშვებული პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაში ბოლო წლებში შევიდა და ასევე დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების კუთხით ჩვენ გარკვეული ქმედებები განვახორციელეთ. გაცემული ნებართვების ჭრილში, არ ველოდები შემცირებას შემდეგ წლებში, რადგან ტენდენცია არის მზარდი მცირედით.

არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დედაქალაქში მწირი მიწის ფონდია დეველოპერებისთვის. ძალიან დიდი რესურსი არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით და იმ უბნების განვითარების კუთხით, რომელიც არის დაბალი განაშენიანების, ბარაკული ტიპის. ასევე ძალიან დიდი რესურსი არის ძველი საწარმოო ტერიტორიების განვითარების კუთხით, შესაბამისად სწორი ქალაქგეგმარებითი პრინციპებით განვითარება საშუალებას მოგვცემს, რომ ეს რესურსები გამოყენებულ იქნეს მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან“,-აცხადებს ბოლოთაშვილი.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way